“ამ ბოროტ თაღლითს საშუალება არ უნდა მიეცეს, თავი დააღწიოს მართლმსაჯულებას! თუნდაც ერთხელ არ დასცდენია სინანული თავისი ნაავკაცარის გამო!” – ბონდო მძინარაშვილი

December 8, 21:17
0
1763

ეს მანიაკი! ეს გარეწარი! ეს აფერისტი!
დააკვირდით, წელიწადზე მეტია, საკანში ზის ან საავადმყოფოს პალატაში კოტრიალობს და ერთხელაც კი, თუნდაც ერთხელ არ დასცდენია სინანული თავისი ნაავკაცარის გამო!
ესეც, დედამისიც, მამამისის, ამის ძმებიც, შვილებიც, ცოლებიც… ვინც გვერდით ჰყავს, ყველა ამბობს, რომ არაფერი დაუშავებია!
ყველა, ვინც ამ მანიაკის წარსულში ჩადენილ ბოროტებებს ამართლებდა და დღესაც ამართლებს, მასავით ბოროტი და ზნედაცემულია, ხოლო ვინც სააკაშვილის ამ სიმულაციას იჯერებს, გულუბრყვილო ან უიმედო ბრიყვია!
ეს არის ჩემი პოზიცია და, დარწმუნებული ვარ, საქართველოს ასიათასობით მოქალაქე იზიარებს!
ამ ბოროტ თაღლითს საშუალება არ უნდა მიეცეს, თავი დააღწიოს მართლმსაჯულებას!
არც გაბედონ!
ბონდო მძინარაშვილი, ჟურნალისტი; სოციალური ქსელი

Cesko