19 Views
შეთქმულება მთავრობის დამხობის მიზნით, გერმანიის ხელისუფლების წინააღმდეგ, ქვეყანაში 25 პირი დააკავეს, ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს.
დაკავებულებს შორის ულტრამემარჯვენე ჯგუფების წარმომადგენლები და ყოფილი სამხედრო პირები არიან. ადგილობრივი მედიის ცნობით, შეთქმულების მონაწილეები გერმანიის პარლამენტის შენობაში შეჭრას და ხელისუფლების ძალის გამოყენებით ხელში ჩაგდებას გეგმავდნენ.
მიზანი იყო ხელისუფლებაში მოეყვანათ პირი, რომელსაც პრინც ჰაინრიხ მე-13-ეს სახელით მოიხსენიებენ. ფედერალური პროკურორის განცხადებით, ჯგუფი გადატრიალებას 2021 წლის ნოემბრიდან გეგმავს.