„სააკაშვილის დაპატიმრების დღიდან, ძალაუფლების დაბრუნებისათვის ბრძოლის მიუღებელი მეთოდებისა და საშუალებების მრავალფეროვან პალიტრაში გაჩნდა ახალი – სააკაშვილის წნევის, ჭამის მადის თუ კუჭის მოქმედების ამსახველი „დრამატული“ ინფორმაციები, რომელიც, ბოლო ერთი წელი განაპირობებს პოლიტიკურ დღის წესრიგს. წელიწადია სამედიცინო დასკვნის გარეშე გვესმის სააკაშვილის, გაუგებარი, ხელოვნურად დამძიმებული დაავადებების (სუნი ასდის, ვერ ჭამს, ვერ მეტყველებს და ა.შ) შესახებ“, – წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.
როგორც კაკაბაძე აღნიშნავს, გამოგონილი ტყუილების მიზანი ნათელია – უნდა დახატულიყო სურათი,
„ხელისუფლება პუტინის დავალებით სააკაშვილს კლავს, წამლავს, აწამებს“. „პრეზიდენტის სიცოცხლის დაცვა ქართველების ღირსების საქმეა“ და ა. შ. მისივე თქმით, ბუნდოვანებას ნათელი მოფინა სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი კონსილიუმის წევრმა, ექიმმა გიორგი გრიგოლიამ, რომელმაც განაცხადა: „მიხეილ სააკაშვილის სრული განკურნება ამ პირობებში შეუძლებელია, რადგან მას არანაირად არ ეხსნება სტრესი, რამაც მისი დღევანდელი მდგომარეობა გამოიწვია“. ანუ, სააკაშვილის ერთადერთი დაავადება ყოფილა ის, რომ პატიმრობას ვერ ეგუება და აქვს სტრესი. მიზანმიმართულად არ ჭამს საჭმელს, წონაში იკლებს და ცდილობს დაიმართოს კახექსია. „რით არის დაავადებული სააკაშვილი? „ნაცები“ ძალაუფლების დაბრუნებისთვის დაუცხრომელ და ავადმყოფურ სწრაფვაში, ყველაფერს კადრულობენ – არჩევნების შედეგების ბოიკოტირებას, პარლამენტის აღების მცდელობას, შარლ მიშელის დოკუმენტით მანიპულირებას, ევროკავშირის წევრობის სტატუსზე პარაზიტირებას, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მცდელობას თუ უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების სიკვდილით ვაჭრობას.
როგორც არ უნდა მალონ უსამშობლოებმა საკუთარი ზრახვები, ვერაფრით ვერ იფუთება მათი სიტყვისა და საქმის მთავარი არსი – ძალაუფლებისკენ არაადეკვატური ლტოლვა. აბა სხვას რით აიხსნება ის ფაქტი, რომ როდესაც საქართველოს მიერ წარმოებულ ომს გმირი მამულიშვილები ეწირებიან შენ აქ ცეკვა-თამაშს მართავ, ხოლო როცა ჩვენი მეომრები სხვა ქვეყნის დაცვისთვის იღუპებიან, მოითხოვ საქართველოს შავ თალხებში შემოსვას. ან როგორ უნდა დეგრადირდეს ბოროტი ოპოზიციის კუთვნილი მედია ისე, რომ მისმა ჟურნალისტმა გაუგონარი სისულელე გააჟღეროს („ჰალსტუხიან ხვლიკად“ წოდებულმა გიორგი თარგამაძემ), „მშვიდობა“ რუსებისა და რუსეთუმეთა კოდური სიტყვააო. ამ ლოგიკით, განცხადების ავტორი და მისი მომწონებლები,თვითონვე აღიარებენ, „ანტირუსების“ და „მედასავლეთეების“ (როგორც ისინი ეძახიან საკუთარ თავს) კოდური სიტყვა „ომი“ ყოფილა.
სააკაშვილის დაპატიმრების დღიდან, ძალაუფლების დაბრუნებისათვის ბრძოლის მიუღებელი მეთოდებისა და საშუალებების მრავალფეროვან პალიტრაში გაჩნდა ახალი-სააკაშვილის წნევის, ჭამის მადის თუ კუჭის მოქმედების ამსახველი “დრამატული”ინფორმაციები, რომელიც, ბოლო ერთი წელი განაპირობებს პოლიტიკურ დღის წესრიგს. წელიწადია სამედიცინო დასკვნის გარეშე გვესმის სააკაშვილის, გაუგებარი, ხელოვნურად დამძიმებული დაავადებების (სუნი ასდის, ვერ ჭამს, ვერ მეტყველებს და ა.შ) შესახებ. გამოგონილი ტყუილების მიზანი ნათელია – უნდა დახატულიყო სურათი, „ხელისუფლება პუტინის დავალებით სააკაშვილს კლავს, წამლავს, აწამებს“.
„პრეზიდენტის სიცოცხლის დაცვა ქართველების ღირსების საქმეა“ და ა. შ. ბუნდოვანებას ნათელი მოჰფინა სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი კონსილიუმის წევრმა, ექიმმა გიორგი გრიგოლიამ, რომელმაც განაცხადა: „მიხეილ სააკაშვილის სრული განკურნება ამ პირობებში შეუძლებელია, რადგან მას არანაირად არ ეხსნება სტრესი, რამაც მისი დღევანდელი მდგომარეობა გამოიწვია“. ანუ სააკაშვილის ერთადერთი დაავადება ყოფილა ის, რომ პატიმრობას ვერ ეგუება და აქვს სტრესი. მიზანმიმართულად არ ჭამს საჭმელს, წონაში იკლებს და ცდილობს დაიმართოს კახექსია. „კახექსია წონის განლევას ნიშნავს. მდგომარეობა შეიძლება ისეთ დონემდე მივიდეს, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება დამძიმდეს. პირველ რიგში, კახექსია რთულდება ხოლმე სისხლდენებით, შეიძლება განვითარდეს ინსულტიც, ინფარქტიც. პაციენტს ურთულდება ორგანიზმში არსებული სუსტი წერტილი. ასეთ შემთხვევაში მიმართავენ ინტენსიურ თერაპიას, რეანიმაციულ ღონისძიებებს, რისთვისაც „ვივამედი“, რა თქმა უნდა, არის მზად, როგორც ყველა მრავალპროფილური კლინიკა. ჩვენს პირობებში მისი განკურნება არის შეუძლებელი, ამიტომ მივეცით რეკომენდაცია, რომ უკეთესი იქნებოდა, რაღაც დროით მოხდეს სასჯელის გადავადება და სადმე იქნას გადაყვანილი. რაღაც პერიოდი აქაურობას მოშორდეს, ვიდრე ბოლომდე არ განიკურნება“.
ექიმს არ უთქვამს და როგორც სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტაციიდან ირკვევა, მრავალტომიან საქმეში არ დევს სამედიცინო დასკვნა, რომელიც მისცემს საშუალებას მოსამართლეს გამოიყენოს ან ერთი (სასჯელისგან განთავისუფლება) ან მეორე (სასჯელის გადავადება) შეღავათი. მოკლედ, სააკაშვილს აქვს ძალაუფლების ნოსტალგია, არ მოსწონს დღევანდელი სტატუსი და ამ ნიადაგზე აქვს სტრესი და დეპრესია. მისი გარემოცვის სურვილია ის ამ სტრესულ გარემოს განარიდონ. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სააკაშვილმა პატიმრობის პერიოდის 80% საპატიმროს ნაცვლად საავადმყოფოში გაატარა. მოკლედ, საქართველოს პენიტენციური სისტემის ნოუჰაუ უნდა დამკვიდრდეს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, რომ თუ მსჯავრდებული პატიმრობას ვერ ეგუება, აქვს სტრესი და დეპრესია, არათუ ციხეში, საავადმყოფოშიც არ უნდა განათავსონ. ის აუცილებლად პატიმრობიდან უნდა გაათავისუფლონ, რადგან ამ სტრესმა შეიძლება სხვადასხვა დაავადებების გართულება და ჯანმრთელობის კრიტიკულ მდგომარეობამდე მიყვანა გამოიწვიოს. მოკლედ, თუ ყველა თანასწორია და კანონი ყველასთვის ერთია, მომავალში პენიტენციური სისტემა ყველა პატიმარს ანალოგიურად უნდა მოექცეს. მით უმეტეს, თუ ის წონაშიც დაიკლებს, თმებიც გაუთეთრდება და თმის ცვენაც კი დაეწყება.
საქართველოში სააკაშვილის ჩამოსვლის მიზანი 100 ათასი მხარდამჭერის შეკრება და სახელმწიფო გადატრიალებით ხელუსუფლებაში დაბრუნება იყო, რის გამოც საერთოდ არ ფიქრობდა ციხეში მოხვედრას. მოსახდენი მოხდა. ახლა ის პატიმარია და მზად არის ციხიდან თავის დაღწევის მიზნით ყველაფერზე წავიდეს. ამისთვის დედამისმა ოფიციალლური ლობისტებიც დაიქირავა. დასავლეთის პრესაში უკვე დაიწყო შეკვეთილი სტატიების გამოქვეყნება, თითქოს სააკაშვილი მოწამლეს, მას აწამებენ, უსამართლოდ ეპყრობიან და ა. შ. მიზანი გასაგებია, გარედან ზეწოლით, საქართველოს ხელისუფლების იძულება, რომ სააკაშვილის მიმართ მართლმსაჯულება არ აღსრულდეს. იმედია, ხელისუფლება ამ ზეწოლას არ დაექვემდებარება და იმოქმედებს მართლმსაჯულების, კანონიერებისა და სამართლიანობის პრინციპებიდან გამომდინარე“, – წერს ნანა კაკაბაძე ფეისბუკზე.