ან ევროპა უზრუნველყოფს ჩვენი მილსადენების უსაფრთხოებას, მოგცემს თვითმფრინავებს და სხვა სამხედრო ტექნიკას, ან გაზის მიწოდებას გადავკეტავთ – ალექსეი გონჩარენკო

0
513
22 Views

ან ევროპა უზრუნველყოფს ჩვენი მილსადენების უსაფრთხოებას, მოგცემს თვითმფრინავებს და სხვა სამხედრო ტექნიკას, ან გაზის მიწოდებას გადავკეტავთ, – ამის შესახებ უკრაინელმა დეპუტატმა, ალექსეი გონჩარენკომ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„ეს ალეპო არ არის, ეს გმირების ქალაქი კიევია. ნაძირალებმა ამ ქალაქს რაკეტები ესროლეს. ოკუპანტები ბომბავენ ნიკოლაევსა და ხარკოვს. სახლები ამ დრომდე ცეცხლის ალშია გახვეული. მიმდინარე აგრესიის ფონზე კი, რუსული გაზი ჩვენი ქვეყნის გავლით იყიდება და პუტინის ჯიბე 330 მილიონი დოლარით ივსება. ამ ფულს, ის ჩვენს დასაბომბად იყენებს. მართალია ევროპას გაზი და კომფორტი სჭირდება, მაგრამ განა ჩვენ არ გვჭირდება? ან ევროპა უზრუნველყოფს ჩვენი მილსადენების უსაფრთხოებას, მოგცემს თვითმფრინავებს და სხვა სამხედრო ტექნიკას, ან გაზის მიწოდებას გადავკეტავთ. ვეტყვით, რომ ამ მდგომარეობაში გაზს ვერ გავატარებთ,“ – განაცხადა ალექსეი გონჩარენკომ.

Cesko