“არასდროს მიყვარდა” – ფეხბურთელმა 5 წლის შვილი მოკლა

0
954
21 Views

თურქეთის საფეხბურთო კლუბ „ბურსა ილდირიმის“ ფეხბურთელმა ჯევჰერ ტოკტაშმა 5 წლის შვილი მოკლა. ამის შესახებ 32 წლის თურქმა პოლიციას თავად უამბო.

როგორც ტოკტაშმა აღნიშნა, ბავშვი გაგუდა და ეს შეგნებულად გააკეთა, რადგან არ უყვარდა. იმასაც გეტყვით, რომ მსხვერპლი კორონავირუსით იყო დაავადებული.

„ჩემს შვილს სახეზე ბალიში დავაფარე. ცოტა ხანში ექიმებს დავურეკე, რომ საეჭვო არაფერი ყოფილიყო. არასდროს მიყვარდა ჩემი შვილი და საღ გონებაზე ვარ, არასდროს მქონია ფსიქიკური პრობლემები. არ მინდოდა ის და ეს ერთადერთი მიზეზია, რატომაც გავაკეთე“, – თქვა ტოკტაშმა.

აქვე გეტყვით, რომ ჯევჰერ ტოკტაშს უმძიმესი დანაშაულისთვის სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

წყარ

Cesko