21 Views
„ტაბულას“ რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი:
ახსოვდეს რომ იგივეს წულუკიანი იძახდა 2011 წელს, ჟურნალ ლიბერალისთვის მიცემულ ინტერვიუში ის ამბობს რომ ქართველებს წინა ხელისუფლება საზარბაზნე ხორცად იყენებს ავღანეთში.
მაგრამ ბევრმა კარგმა ადამიანმა, ვინც ახლა ამ მთავრობის საგარეო კურსის გამო წუხს, ისე მისცა ხმა, არ უფიქრია რას აძლევდა, იმდენად უნდოდა ცვლილება – იმდენად დაიჯერა, რომ უკეთესი მომავალი ელოდა.
ამიტომ მიმაჩნია მნიშვნელოვნად, რომ ჩვენ პოლიტიკოსებს ვუსმინოთ და შინაარსით განვსაჯოთ.
როცა შინაარსით განსჯი, გაუგებრობების სივრცეს ავიწროვებ – გაუგებრობა და ბუნდოვანება ყოველთვის ბნელ ძალებს აძლევს უპირატესობას.“