23 Views
ჟურნალისტი, ნინო ლაბარტყავა სოციალურ ქსელში წერს, რომ სხვის ომში ფულის გამო საბრძოლველად წასული და დაღუპული ადამიანი ჩემთვის არანაირად არ არის გმირი და სამაგალითო. „მართლა თავს ვიკავებდი ამის დაწერისგან, მაგრამ არ შემიძლია არ ვთქვა. რა თქმა უნდა, ყოველთვის სამწუხაროა და დასანანია, როცა ქართველი კვდება, მითუმეტეს უცხო მიწაზე.
ფულის გამო საბრძოლველად წასული და დაღუპული ადამიანი ჩემთვის არანაირად არ არის გმირი და სამაგალითო. გმირი მე ცოტა სხვანაირად მესმის, რა და მგონია, რომ საერთოდ დაკარგულია დღეს გმირობის შინაარსი და აღქმა! ძალიან გამაღიზიანებელია უკვე ეს ყველაფერი! კი, შეიძლება ზოგიერთი ქართველი სხვა შემართებით არის წასული იქ, ნამდვილად ჰგონია, რომ უკრაინის მხარეს ბრძოლით რუსულ ოკუპაციას დაამარცხებს აქ – არიან ასეთი იდეური ტიპებიც და ეს კიდევ გასაგებია ჩემთვის, არც ფული უნდათ მაგათ და არც დიდება.
აი, დაქირავებული ქართველი მებრძოლი კი რანაირადაა გმირი, გამაგებინოს ვინმემ ერთი, რა! არაფერი ესაქმება ჩემი ქვეყნის მოქალაქეს იმ ქვეყნის მხარეს ბრძოლაში, რომელიც ჩვენ როცა ომში ვიყავით რუსეთთან, ზუსტად იმ რუსეთთან ერთად პარადებს აწყობდა! უკრაინის მარიონეტული რეჟიმის ტრაკის თამაშს არ უნდა ეწირებოდეს ჩემი ქვეყნის მოქალაქეების სიცოცხლე! უღმერთო, სატანისტური უკრაინის რეჟიმის ხუშტურებს, რომელიც მართლმადიდებელ ეკლესიას ებრძვის საკუთარ მიწაზევე! აცხონოს ღმერთმა დაღუპულთა სულები. დასანანია, როცა ქართველი კვდება (((( ხალხო, დაეტიეთ აქ! სად მიდიხართ! რის მხარეს იბრძვით! სხვას ვეღარაფერს დავწერ“, – წერს ნინო ლაბარტყავა. ცნობისთვის, გუშინ, 3 დეკემბერს, უკრაინაში მიმდინარე ომს კიდევ 5 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.