PHOTO: ვანო მერაბიშვილი დიღმის საცდელ მეურნეობაში სამსართულიან სახლს იშენებს

0
3427
28 Views

‘ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული დაპირისპირების ფონზე სულ უფრო ხშირად ახსენებენ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის სახელს. პარტიის ერთი ნაწილი უკვე აღარ მალავს, რომ დავით კეზერაშვილთან ერთად სწორედ ვანო მერაბიშვილი დგას ნიკა მელიას წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის უკან. ითქვა ისიც, რომ “ნაცმოძრაობის“ ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარის გადაყენების და ხელახალი არჩევნების იდეა პირადად მერაბიშვილის სახლში დაიგეგმა, პროცესს კი ფინანსურად დავით კეზერაშვილი უზრუნველყოფს.

უფრო მეტიც, წყარო “ნაციონალური მოძრაობიდან“ ჰყვება, რომ ჯერ კიდევ გასულ წელს, დავით კეზერაშვილმა ვანო მერაბიშვილს კონკრეტული მიზნით 3 მილიონი გადასცა, თუმცა მერაბიშვილმა ამ თანხის ნახევარი ახალი სახლის შეძენა-მშენებლობას დაახარჯა. სად გაქრა 1,5 მილიონი? როგორც წყარო გვიყვება, ეს საკითხი პარტიის შიგნით მწვავე კონფლიქტის თემაც გახდა.

“ამაზე ღიად იყო საუბარი და მერე გაირკვა, რომ მერაბიშვილი თურმე სახლს იშენებს დიღომში. უცნაურია ხო? ღმერთმა შეარგოს, მაგრამ პარტიის უდიდესი ნაწილის დამოკიდებულება მის მიმართ ცალსახაა – ის არ უნდა ერეოდეს შიდა საქმეებში. როცა ჩრდილოვან მმართველობას ვაპროტესტებთ, პარტია უნდა იყოს თანმიმდევრული და გულწრფელი საკუთარ ამომრჩეველთან“ – ჰყვება წყარო “ნაციონალური მოძრაობიდან“.

წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია საჯარო რეესტრში გადავამოწმეთ. ამონაწერით ირკვევა, რომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ოჯახმა გასულ წელს დიღმის საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე ნამდვილად შეიძინა უძრავი ქონება. საკუთარება (546 კვ.მ ფართობი) შვილის – მიშა მერაბიშვილის სახელზეა რეგისტრირებული.

წყარო: პრაიმტაიმი

Cesko