26 Views
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე “მთავარი არხის” ეთერში აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ მიხეილ სააკაშვილს არ გაათავისუფლებენ გეგმა B-ს აამოქმედებენ.
მისივე თქმით, ხვალ დილით ცნობილი გახდება, თუ ვინ იქნება სააკაშვილის საქმის მოსამართლე.
“მათ სააკაშვილის დიაგნოზი უკვე აქვთ და სასამართლოშია წარდგენილი. მოსამართლის ვინაობა ხვალ დილით უკვე მეცოდინება. გვაქვს გეგმა B…წარმოდგენაც არ აქვთ, ისეთი ქარიშხალი დატრიალდება. შეიძლება თვითონ გვთხოვონ სტრასბურგს მიმართეთო. რა თქმა უნდა, [ეს ტაქტიკა შეთანხმებულია მიხეილ სააკაშვილის შვილთან, რომელიც იურისტია]”, – საუბრობს შალვა ხაჭაპურიძე.