ცნობილი ხდება უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ვინაობა 

December 2, 08:00
0
699

უკრაინაში ბრძოლის მიმდინარეობისას კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა.

ცნობას შვილის დაღუპვის შესახებ მამა, არჩილ ხოფერია სოციალურ ქსელში ავრცელებს:

“ჩემი შვილი, ჯამბულათ ხოფერია აღესრულა უკრაინაში…

ვფიქრობდი, დროშა, რომელიც ჩვენ აღვმართეთ დამპყრობლებთან ბრძოლაში საიმედო ხელში იყო, მაგრამ უფალმა ისევ მე დამიბრუნა…

ჩვენ ვერ გაგვტეხენ… ეს ჩვენი ხვედრია და ამ განსაცდელსაც ისე შევხვდებით, როგორც ჩვენ გვეკადრება…

მტრებს ყველაფერი წინ აქვთ…

და მე როცა აღარ ვიქნები ჩვენი საქმე ჩვენი სამშობლოს მტრებისგან დახსნის საქმე მისი ერთიანობის და სიძლიერის საქმე თქვენ გააგრძელეთ…

მხედრიონის საბრძოლო ფრთა ისევ ბრძოლაშია..”, – წერს დაღუპული მებრძოლის მამა.

ამ დროისთვის ომს უკრაინაში ემსხვერპნენ:

1. დავით რატიანი – ირპენი
2. გია ბერიაშვილი – ირპენი
3. ბახვა ჩიქობავა – მარიუპოლი
4. დავით გობეჯიშვილი – ირპენი
5. დავით მენაბდიშვილი – ხარკოვი
6. ნიკოლოზ შანავა – ხარკოვი
7. არკადი კასრაძე – ლუგანსკი
8. ალიკა ცაავა – ლუგანსკი
9. ზაზა ბიწაძე – ლუგანსკი
10. ვიტალი ორბელაძე – იზიუმი
11. ტელმან (ტატო) ბიგვავა – მარიუპოლი
12. რატი შურღაია – იზიუმი
13. გიორგი გრიგოლია – ბახმუტი
14. დანიელ გერლიანი – ზაპოროჟიე
15. ალუდა ზვიადაური – სევეროდონეცკი
16. კახა გოგოლი – ლუგანსკი
17. ბერდია ჯოხაძე – ხერსონი,ნიკოლაევი
18. გელა გოგია – დონეცკი
19. კირილ შანავა – ლუგანსკი
20. ედიშერ კვარაცხელია – ბახმუტი
21. მიშა ყაფლანიშვილი(კაპლანი) – ლუგანსკი
22. ალექსანდრე მარტიაშვილი
23. გუგა გაგნიძე
24. ლევან სახელაშვილი
25. ერნესტ მაჭარაშვილი
26. კონსტანტინე ქურსუა

Cesko