ვიდეო: “ამქვეყნად მისიით დავიბადე…ბევრი ამას ნიჭს ან სასწაულს ეძახდა…მსურს საქართველო მთელ მსოფლიოს გავაცნო” – ალექსანდრე ზაზარაშვილი

December 2, 07:39
0
1329

ქართველი უნიჭიერესი მომღერალი, ალექსანდრე ზაზარაშვილი,”იმედის დღის” მიერ მომზადებულ სიუჟეტში საკუთარი ოცნებების და მიზნების შესახებ საუბრობს.

ალექსანდრეს თქმით, სჯერა, რომ ამ ქვეყნად გარკვეული მისიით დაიბადა.

“როდესაც დავიბადე, მე დამეკისრა მოვალეობა. ბევრი ეძახდა ნიჭს, ბევრი სასწაულს ან იღბალს, მაგრამ მე ვიცოდი რომ ეს იყო მისია.

ნუცა შანშიაშვილმა გამაცნო ერთ-ერთი მისი მეგობარი ქეთი პაპასკირი, რომელმაც ამერიკული ტურნეს გაკეთება შემომთავაზა. გამიხარდა, რადგან პროფესიულად განვითარება მინდოდა. მსურს მთელ მსოფლიოს და ამერიკას გავაგებინო საქართველოს შესახებ. იმდენად დატვირთული განრიგი მაქვს ვერაფერს ვერსად ვატევ. გამუდმებით მესიზმრებოდა დღე, როდესაც ჩემს სოფელში, რუისში ჩავიდოდი. ვნახულობდი, როგორ მხვდებოდნენ დედა და და”, – საუბრობს ალექსანდრე ზაზარაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ზაზარაშვილი უკრაინული “ვოისის” გამარჯვებული გახდა.

 

 

Cesko