რატომ სრულდება მაკა რაზმაძის ყველა გადაცემა ჩხუბით – „ეს ხალხი იმიტომ კი არ მომყავს, რომ ერთმანეთთან ვაჩხუბო…“

0
992
25 Views

ჟურნალისტი მაკა რაზმაძის გადაცემაში სახელად “ჩაი”, ტელეკომპანია “ჯორჯიან თაიმსის” ეთერში გადის, სადაც ხშირია მოწვეული რესპონდენტების როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური დაპირისპირება. რესპონდენტები ერთმანეთს სხვადასხვა საგნებსაც ესვრიან, როგორიცაა მაგალითად: სკამი, სასმელი ჭიქა და ა.შ

მაკა რაზმაძეს ჟურნალი „გზა” ეკითხება, როგორ ახერხებს, რომ თითქმის ყველა მისი გადაცემა ჩხუბითა და სკანდალით სრულდება:

„ეს არასწორი ფორმულირებაა. უნდა მკითხოთ, როგორ ვახერხებ, გადაცემაში განსხვავებული მხარეები მოვიყვანო. ეს ხალხი იმიტომ კი არ მომყავს, რომ ერთმანეთთან ვაჩხუბო. პირიქით, მინდა, ყველამ თავისი აზრი გამოთქვას და ბოლოს, რაღაც საერთო გამონახოს. სოციალური ქსელის ტერმინოლოგია და მეტყველება სტუდიაში გადმოდის და ხდება ის, რაც არავის გვეხალისება!..”

წყარო: stily.ge

Cesko