“ტვ პირველის“ ეთერში დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ საქართველოს პოლიტიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა და თქვა, რომ აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება.
“საქართველო არის აბსოლუტურად იმუნიტეტიდან დაცლილი სახელმწიფო. სახელმწიფოც აღარ არის, ვართ რუსეთის დანამატი, ხელისუფლება კი არის რუსული ადმინისტრაცია. უკრაინის სამხედრო დაზვერვა თითქმის ყველა განცხადებას ათანხმებს დასავლელ პარტნიორებთან. დასავლეთი საომარ ბანაკად გადაიქცა და მადლობა ღმერთს რომ დასავლეთი გამოფხიზლდა. დასავლეთის გამოფხიზლება უკრაინელი ერის, ჯარის და მთავრობის დამსახურებაა“.
გუბაზ სანიკიძემ ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება.
“აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. ჩვენი საშინაო დავალება არის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და გაყვანა საზღვარგარეთ. დღეს არსებობს უფსკრული ქართულ საზოგადოებასა და ქართულ ოპოზიციას შორის. უფსკრული პოლიტიკურმა კლასმა გააჩნია. დიდი ხანია ვიძახი, ამ გზით ოპოზიცია ჩიხში შევა. ქართული ოპოზიცია ვერ გამოვიდა სააკაშვილის კომპლექსიდან სამწუხაროდ. პოლიტიკური კლასი არ აღმოჩნდა მზად, დაეცვა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო უფლებები. სააკაშვილი არის გამტარი საქართველოს და უკრაინას შორის. საქართველო არის ჩახსნილი ვაგონი, შუა ტყეში მიტოვებული და უკრაინა არის ორთქლმავალი, რომელმაც უნდა გაგვათრიოს ამ უღრანი ტყიდან.”