ილიკო სუხიშვილის ქალიშვილი დარია სუხიშვილი თბილისში პოპულარული გოგონაა, თუმცა წლებია საქართველოში არ ცხოვრობს. დარიამ თბილისის 55-ე სკოლაში ოთხი წელი ისწავლა, შემდეგ კი მამიდამ, ნინო სუხიშვილმა საცხოვრებლად და სასწავლებლად ამერიკაში წაიყვანა.
დარია ნინოს დედას ეძახის და ამას ყველა ინტერვიუში აღნიშნავს. „ნინო ჩემთვის როგორც დედა, ისეა. ის მივლის, მან წამიყვანა ამერიკაში, მიმიყვანა სკოლაში. ნინომ მასწავლა ინგლისური, დამეხმარა ყველაფერში. უდიდესი ამაგი აქვს ჩემზე. სანამ ნინო აქ არის ხოლმე, მის ქმართან ერთად ვარ. საკმაოდ დამოუკიდებელი ვარ, მაგრამ ყველაფერში ვერა. მაგალითად, საჭმლის გაკეთებაში დახმარება მჭირდება ხოლმე”, – აცხადებს დარია ერთ-ერთ ძველ ინტერვიუში, სადაც ასევე მამის – ილიკო სუხიშვილის შესახებაც საუბრობს და ამბობს, რომ მამასთან მეგობრული ურთიერთობა აქვს.
ამჯერად ილიკო სუხიშვილი სწორედ დარიასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს, გულშემატკივრებისაგან კი უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს: „საუკეთესო სუხიშვილები”, „ერთნაირი მამა-შვილი”, „ესაა ნამდვილი სიყვარული” – წერენ კომენტარებში.
წყარო: stily.ge