გიული ალასანიამ ლევან ხაბეიშვილის შრომა “წყალში ჩაყარა”

0
1973
28 Views

გიული ალასანიამ ლევან ხაბეიშვილის დაანონსებული აქცია “წყალში ჩაყარა” და თქვა, რომ მას ასეთი რამეებისთვის არ სცალია.

ვახო ხუზმიაშვილის გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ წამყვანის შეკითხვას სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით, გიული ალასანიამ უპასუხა. პატიმარ სააკაშვილის დედა ამბობს, რომ „აქციისთვის არ სცალია“.

„მე არ ვიცი საერთოდ და არა მგონია, რა დროს აქციაა, მე ეგეთი რაღაცებისთვის არ მცალია“ – აცხადებს გიული ალასანია.

წამყვანის კითხვაზე, რა აზრის არის თავად მიხეილ სააკაშვილი დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით, გიული ალასანიამ უპასუხა, რომ როცა შვილის მოსანახულებლად შედის, ისინი ამ თემაზე არ საუბრობენ.

ხაბეიშვილმა სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით 3 დეკემბერს ქართული ოცნების ოფისთან აქცია დააანონსა.

 

Cesko