ვიდეო: “ამ ასაკამდე სიკეთემ და სიყვარულმა მომიყვანა” – გაიცანით 96 წლის ალექსანდრე პაპა, რომელმაც საკუთარ კარმიდამოში ედემის ბაღი გააშენა

0
502
25 Views

ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” დილის გადაცემის გუნდმა, 96 წლის ალექსანდრე ელიზბარაშვილის შესახებ სიუჟეტი მოამზადა.

სიუჟეტის მიხედვით, ალექსანდრე პაპამ საკუთარ სახლში ყვავილების ულამაზესი ბაღი გააშენა და მცენარეებს დიდი სიყვარულით უვლის.

“ცხოვრება ხანდახან უღიმღამოა, მაგრამ საერთოდ მშვენიერია. მუდამ მშვიდად, წყნარად და შინაარსიანად უნდა ვიცხოვროთ. ამ მცენარეებს ყოველთვის მოვლა და ყურადღება სჭირდება. 1998 წელს სახლში არ ვიყავი და კომისია მოსულა. მითხრეს, რომ კარმიდამოს მოვლის საკითხში პირველად დამასახელეს. თუ ძალიან ცუდად არ ვარ, ყოველთვის ვუვლი. ჩემი მეუღლეც ასე იყო.

25 წლის ასაკში დავოჯახდი. ბებიასთან ვცხოვრობდი და იქ ერთი გოგონა მოდიოდა, ხიდისთავიდან იყო. რამდენიმე თვე მქონდა ურთიერთობა და მერე დაოჯახება გადავწყვიტე. ჭკვიანი, მოხდენილი და საყვარელი ადამიანი იყო. 46 წელი ვიცხოვრეთ ერთად. ეს მართლაც ცხოვრება იყო. სიყვარულის და სიკეთის ცხოვრება. ბედნიერი ვარ. სიკეთემ და სიყვარულმა მომიყვანა, ეს არის ჩემი კრედო და საყვარელი ქმედება. ყველაფრის შემოქმედი ხალხია. მუდამ ჩემი დედა სამშობლოსთვის ვიღწვოდი. ასე შრომაში და გარჯაში მოვედი აქამდის, 96 წლამდე”, – საუბრობს ალექსანდრე პაპა.

წყარო: ფორტუნა
Cesko