უკრაინაში უკვე იწყება: ზელენსკიმ მთავრობის მეთაურს ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონების საკითხის განხილვა და მოხსენების მომზადება დაავალა

0
848
55 Views

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უპასუხა პეტიციას ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონების შესახებ. შესაბამისი პეტიცია პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე 3 ივნისს გაჩნდა და მას 28 592-მა ადამიანმა მოაწერა ხელი.

ზელენსკის თქმით, უკრაინის კონსტიტუციის 51-ე მუხლში აღნიშნულია, რომ ქორწინება ქალისა და მამაკიცის თავისუფალ თანხმობას ეფუძნება, ხოლო 157-ე მუხლის მიხედვით, საომარი მდგომარეობის პირობებში კონსტიტუციის შეცვლა შეუძლებელია.

„ამასთანავე მთავრობა მუშაობდა უკრაინაში სამოქალაქო პარტნიორობის ლეგალიზების ვარიანტებზე. კონსტიტუციის 116-ე მუხლის შესაბამისად, უკრაინის მთავრობა დგამს ნაბიჯებს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფის კუთხით“, – აღნიშნულია ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაში.

უკრაინის პრეზიდენტმა მთავრობის მეთაურს, დენის შმიგალს პეტიციაში ნახსენები საკითხის განხილვა და მოხსენების მომზადება დაავალა.

იმედინიუსი

Cesko