ყიფშიძე სააკაშვილზე: “ერთი გიჟი როგორ ვერ გამოჩნდა, კენედი დაბრიდეს, ვერავინ გადადგა ეს ნაბიჯი”

0
746
27 Views

მსახიობმა ზურაბ ყიფშიძემ გადაცემაში “უცნობის კიდობანი” მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა.

“დასაწყისი იყო, რომ მოკლეს პრემიერი და დაიწყო მაგით, ისე უნიჭოდ მოკლეს. ამანაც ისე ჩაიარა. აქედან იწყება. იქამდე ყველა… რას ქვია, 4 ენა იცის, გადასარევი ბიჭია (მიხეილ სააკაშვილი), პროკურატურის ისტორიები იყო, ჰოლანდიელი ცოლი, ახალგაზრდა გვინდა, გვეშველა… ასე დაიწყო. ასე მოჭრას ტოტი ადამიანმა, რომელზეც ზის, არ ვიცი. გვეშინოდა და ახლაც გვეშინია. გვეშინია მიშას ხელში ძალაუფლების ქონის. ბევრი ჩუმად არის. მე მაპატიეთ და ძალიან ცუდ რამეებს

ვიტყვი, რა – შემოვარდნილიყვნენ, ცოლი გამიუპატიურეს, შვილი მომიკლეს, ცოლის თვალწინ მე გამაუპატიურეს და მერე პირიქით, ხო? ერთი გიჟი როგორ ვერ გამოჩნდა, კენედი “დაბრიდეს”, იმას კი არ ვიძახი, არიქა, რა კარგია რომ მიშა მოეკლათ, უბრალოდ, ვერც ერთმა ვერ გადადგა ეს ნაბიჯი. საშინელებას ვამბობ, არასწორს ვამბობ, მაგრამ ხო არის ამაში ლოგიკა? აწი მე არაფერი აღარაფრად მიღირს, მე ვეწირები რაღაცებს. ბეწვზეა გადარჩენილი და რა უნდა მაგას. ის დაფიქრებული როგორ არ ექნება, რომ ვიღაც გამწარებული კაცი მოვა და ასე შეეწირება და მეც გამწირავს”, – ამბობს მსახიობი.

Cesko