ტვ “პირველი” ამ თანხას ვერ გადაიხდის, ჩემს კომპიუტერს ვერ წაიღებთ – ნოდარ მელაძე

0
936
27 Views

ტვ “პირველი”-ს მთავარი პროდიუსერი ნოდარ მელაძე ეხმიანება სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, ტელეწამყვან მაია მამულაშვილსა და ტვ “პირველს”, კახა კალაძისთვის მორალური ზიანისთვის 15 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა.

“იმის გამო რომ, კახი კალაძეს მაია მამულაშვილის დასმული კითხვა არ მოეწონა, სასამართლომ ტვ პირველს და მაია მამულაშვილს დააკისრა 15 ათასი ლარის გადახდა.
ტვ პირველი ამ თანხას ვერ გადაიხდის, რადგან ანგარიშებს ადევს ინკასო. შესაბმისად შემდეგ ნაბიჯი იქნება კალაძე აღსრულებას მიმართავს, რომ ტელევიზიიდან კამერები წაიღოს, ან მაია მამულაშვილის სახლიდან, ამ თანხის ოდენობის ნივთები, სამეული მაცივარი და ან ტელევიზორი.

ველოდებით აღსრულების სამსახურს, მერის მიმართვის საფუძველზე როგორ შემოდის ტელევიზიაში, ნივთების წასაღებად.

P.S. –  ჩემს კომპიუტერს ვერ წაიღებთ, ტელევიზიის არაა ჩემია და სადაც ვმუშაობ ყველგან თან დამაქვს.”– წერს ნოდარ მელაძე თბილისის მერს ფეისბუქის პოსტში.

შეგახსენებთ, რომ კახა კალაძე 100 ათას ლარს ითხოვდა, თუმცა სასამართლომ მხოლოდ 15 ათას ლარზე მიიღო დადებითი გადაწყვეტილება.

Cesko