“მისალმების ნაცვლად, თვალცრემლიანი ვეუბნებით ერთმანეთს – ბეჟანი გარდაიცვალა” – რუსთაველის თეატრი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

0
2314
44 Views

რუსთაველის თეატრი თანამშრომლის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„რუსთაველის ეროვნული თეატრი უდიდეს მწუხარებას და ტკივილს განიცდის. გარდაიცვალა ბეჟან შერაზადიშვილი, გახმოვანების სამსახურის უფროსი.

მისალმების ნაცვლად, თვალცრემლიანი ვეუბნებით ერთმანეთს – ბეჟანი გარდაიცვალა. ამ სიტყვებში დიდი გულისტკივილი, სევდა, თანაგრძნობა და სამძიმარია. ბეჟანს როცა ვიგონებთ, სამწუხაროდ, ახლა უკვე ვიგონებთ, პირველ რიგში გვახსენდება როგორი მოკრძალებული, მორიდებული და ჩუმი ადამიანი გახლდათ, ამავე დროს ნამდვილი პროფესიონალი. 50 წელი, ნახევარი საუკუნე უანგაროდ ემსახურა რუსთაველის თეატრს. მისი პროფესია კი დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვდა. მუსიკის ერთი წუთით, თუნდაც ერთი ტაქტის ნაადრევად ან დაგვიანებით გაჟღერებას, შეიძლება მთელი მიზანსცენის შეცვლა გამოეწვია სპექტაკლში. მუდამ მზად იყო ნებისმიერი ღონისძიების, პრეზენტაციის, გამოფენის გასახმოვანებლად გვერდით დაგდგომოდა. ვუსამძიმრებთ ბეჟანის ოჯახს, თეატრს.“ – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

Cesko