როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

0
564
19 Views

30 ნოემბერს ქუთაისში +19 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები უნალექო დღეს ვარაუდობენ, ღამით +14 გრადუსია მოსალოდნელი. ოზურგეთშიც უნალექო დღეა. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღე იქნება ფოთში, სადაც დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი. +18 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით +13 გრადუსია, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში უნალექო დღეს ვარაუდობენ სინოპტიკოსები. ჰაერი დღისით +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც უნალექო დღეა. დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია წვიმა.

ნალექიანი დღეა ნავარაუდევი ბორჯომშიც, სადაც დღისით +12, ღამის განმავლობაში კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +7 გრადუსი და ნალექი მოსალოდნელი, ღამით +1 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. +9 გრადუსი იქნება დღისით, ღამის განმავლობაში კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი.

გუდაურში დღისით +4 გრადუსი და თოვლჭყაპია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -4 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +5, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც იწვიმებს. დღისით +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი.

იწვიმებს გურჯაანშიც. დღისით +10 გრადუსი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +10 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

რუსთავში +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

წვიმაა მოსალოდნელი თბილისშიც. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +6 გრადუსია მოსალოდნელი.

Cesko