30 Views
სამცვერას ჩანჩქერთან გაუჩინარებულ 18 წლის ბიჭს მაშველები ამ დრომდე ეძებენ – არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდას ფეხი დაუცდა და წყალში გადავარდა.
“ადგილობრივები, მეგობრები ფოტოების გადასაღებად იყვნენ წასულები. ქვებია გვერდით და იქ ფეხი დაუცდა. ნაწვიმარი რომ იყო, დიდი წყალი მოვარდა, ბავშვი დინებამ წაიღო და ჩანჩქერისკენ გადაისროლა. მაშველები ჩანჩქერის მონაკვეთზე ვერ შედიან, ელოდებიან, წყალი როდის დაიწევს.დღეს ამ ბავშვის ბაბუის წლისთავია, მშობლებსაც ვეღარ დაუმალეს…“ – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი “პრაიმტაიმთან”.