„მინდა მთელ სამყაროს ვუთხრა, რომ ნიკოლოზი სუფთაა და ჩვენ გავიმარჯვეთ“ – ნიკოლოზ კეჟერაშვილმა სიმსივნე დაამარცხა

November 29, 21:46
0
630

ნიკოლოზ კეჟერაშვილმა სიმსივნე დაამარცხა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი დედა თეკლა ნადირაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მას ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა, რის შედეგადაც მოხდა მარცხენა თირკმლის რეზექცია.

„ჩვენო სინათლის ადამიანებო, აი დადგა ის დღე, როდესაც შემიძლია ვთქვა, რომ ეს არ იყო ადვილი, მაგრამ ჩვენ ეს შევძელიიიიიით

დღეს ნიკოლოზის გამოკვლევების პასუხები მითხრეს და მინდა მთელ სამყაროს ვუთხრა, რომ ნიკოლოზი სუფთაა და ჩვენ გავიმარჯვეეეეეეეეთ

რწმენით, სიკეთით და სიყვარულით მოვიგეთ ეს ბრძოლა და ამ ბრძოლის მთავარი გმირები ხართ თქვენ, მადლობა ყველა ქმედებისთვის, ლოცვისთვის, სიტყვისთვის, თანადგომისთვის,სითბოსთვის და სიყვარულისთვის რომელსაც გვიგზავნიდით, გვამხნევებდით და ჩემთან ერთად იზიარებდით ყველა ემოციას ამ რთულ 11 თვის მანძილზე

დღეს ჩვენი დღეა, დღეს ახლიდან დავიბადე, მადლობა ღმერთს ამ დღისთვის და ამ სიხარულისთვის, რომელსაც ახლა თქვენ გიზიარებთ“, – წერს თეკლა ნადირაშვილი.

 

Cesko