“მოიშორეთ ეს ნივთები!” – რა ნივთები უნდა გააჩუქოთ ან გაიტანოთ სახლიდან ახალ წლამდე, რომ წარმატება და იღბალი მოიზიდოთ

0
1024
89 Views

ახალი წელი ყოველთვის წარსულთან დამშვიდობებისა და განახლებული ენერგიის სიმბოლოა. ამიტომაც, ადამიანები ჯადოსნურ ღამეს განსაკუთრებით ელიან.

მას შემდეგ, რაც ნეგატიური ემოციებისა და ენერგიისგან გათავისუფლდებით, ახალი იდეების რეალიზებასა და წარმატების მიღწევას შეძლებთ. თუმცა, სპეციალისტების თქმით, ნეგატიური ემოციებისგან გათავისუფლების ერთ-ერთი გზა ახალ წლამდე კონკრეტული ნივთების გადაყრაა.

დღეს მოგიყვებით, რისგან უნდა გაათავისუფლოთ სახლი, თუ გსურთ იღბალი მოიზიდოთ.

ისეთი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რომლებსაც დიდი ხანია არ იცვამთ:

გარდერობში, ალბათ, ბევრ ადამიანს აქვს ისეთი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რომლებსაც არ იცვამენ და დიდი ხანია, უფუნქციოდაა. სპეციალისტების თქმით, ასეთ ნივთებს უარყოფითი ენერგიის დაგროვება შეუძლია. ამიტომაც, სჯობს ახალ წლამდე სახლიდან გაიტანოთ, გააჩუქოთ, საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადასცეთ ისეთი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რომლებსაც აღარ იცვამთ და არც გამოყენებას აპირებთ. ასე კეთილ საქმესაც გააკეთებთ და ატმოსფეროსაც გაათავისუფლებთ.

Cesko