“რაც დღეს „ნაციონალებში“ ხდება,  სწორედ „ქართული ოცნების“  მიერ არის ორკესტრირებული”- დავით ჭიჭინაძე

0
1583
20 Views

პოლიტიკური გაერთიანება “ტრიბუნას” ლიდერი, დავით ჭიჭინაძე:

„ნაცებში“ მერაბიშვილის ხელი იგრძნობაო, მაგრამ არავინ ამბობს იმას, რომ მერაბიშვილი თავადაა  „ოცნების“ ფეხი  და მისი ახლა წინ წამოწევა ახალი ბოროტების მანქანის ამოქოქვას ნიშნავს.

ასე რომ, ის, რაც დღეს „ნაციონალებში“ ხდება,  სწორედ „ქართული ოცნების“  მიერ არის ორკესტრირებული.

რადგან, „ნაციონალების“ ახალი სახეები არ არიან ბოროტებასთან ასოცირებული, მათ რეფორმა უნდათ. „ ოცნებაშიც“  დღეს  სწორედ  ისინი სხედან, ვინც მაგიდაზე ახტომით სვამდა მერაბიშვილის სადღეგრძელოს.

მოკლედ, ახალ „ბუას“ ქმნიან  ქართული საზოგადოებისთვის ყველაზე მიუღებელი, ყველაზე ოდიოზური ფიგურისგან,  „ოცნებამ“ რომ ისევ არაფერი აკეთოს,  სამაგიეროდ, როგორც კი პარტიაში მერაბიშვილის მხარე გაიმარჯვებს,  ისევ „ორ ტრუპზე“ და რევანშზე ისაუბრებენ დაუსრუებლად.”

ალია

Cesko