„გავიგე მიშას პლაკატი დაუხევია…ასეთი ბანძები, ამორალური ინფუზორიები სწორედ ასე უნდა იქცეოდნენ” – რას წერს მაია ნადირაძე?

0
993
20 Views

“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი, მაია ნადირაძე სოციალურ ქსელში მიმართვას აქვეყნებს:

“გავიგე, ხაზარაძის ცოლს მიშას პლაკატი დაუხევია.

ასეთი ბანძები, ამორალური ინფუზორიები სწორედ ასე უნდა იქცეოდნენ. მე არც კი მეწყინა, უბრალოდ გამახსენდა, რომ ეს მევახშეები, ვალუტის ბუტკის მფლობელები, ფულის გულისთვის საკუთარი თავის ფეხქვეშ გამთელავი უგვანი არსებები, რანი იყვნენ გუშინ…

მორალს და ლოგიკას ვინც ამათგან ითხოვთ, ასეთივე წარმატებით შეგიძლიათ ხიხოს, ან სულაც პუტინს, მოსთხოვოთ ევროინტეგრაცია.

აკი, ასეც ირეჯებით. სამწუხარო კი სწორედ ეს არის…

აქ, ბენდუქიძის ცნობილი სიტყვები მიშასადმი იქნებოდა რელევანტური, მაგრამ…

ყველა, ვინც ამათი ტანშფანდურის მონაწილეა ისეთივე ბრიყვი, ბეცი და უტვინოა, როგორც ხაზარაძე თავისი ჰარამხანით.

უკრაინის დამოუკიდებლობის ამღმნიშვნელ მიტინგზე, როცა ის რუსეთს ეომება, უკრაინის მოქალაქის, რუსეთის პირადი პატიმრის გმობა არის ცინიზმის სუპერ შემთხვევა, მაგრამ ადამიანები რომლებსაც პრეტენზია აქვთ ფასეულობების ქონაზე და ამ ცინიზმს არ “იმჩნევენ”, ფუჭი ტაშფანდურის სტატისტები არიან და რაღაც თვალსაზრისით, ქოცებზე უარესებიც”, – წერს ნადირაძე.

Cesko