საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ფოტოს ავრცელებს და წერს, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში, მასზე იძალადეს.
„ადგილი: თბილისი
დრო 11:46
თარიღი: 12 ივლისი 2022 წელი
დაზარალებული: გიორგი ფხაკაძე
მოძალადე – ჯერ კიდევ არის ქუჩაში!
მე, გიორგი ფხაკაძე, ვარ დაუცველი საქართველოში!
მე, გიორგი ფხაკაძეს, არ მიცავს სახელმწიფო!
საქართველოს პროკურატურა – საკუთარ სამსახურს შეურაცხყოფას აყენებთ! (დაზარალებულად ჯერ არ მცნო, ფიქრობს უკვე 5 თვეა)
საქართველოს საპატრულო სამსახური – საკუთარ თავს შეურაცხყოფას აყენებთ! (ჩემი საქმე თაროზეც არ არის შემოდებული, დაკარგული ყოფილა)
საქართველოს სასამართლო – საკუთარ თავს შეურაცხყოფას აყენებთ!(მოძალადე 2-ჯერ გაფრთხილებით გამოუშვეს, ჯარიმაც კი არ დაუწესეს)
მე თუ არ ვარ დაცული, თქვენ ხართ დაცული?!
არა ძალადობას!
#drpkhakadze
#გიორგიფხაკაძე
Giorgi Pkhakadze
საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
საქართველოს საპატრულო პოლიცია / Patrol Police of Georgia
საქართველოს სასამართლოები | Georgia Courts
თბილისის საქალაქო სასამართლო / Tbilisi City Court” – წერს გიორგი ფხაკაძე.
წყარო: „tia.ge”