5 წლის ბიჭუნა 3-მეტრიანმა გველმა საცურაო აუზში ჩაითრია! (ფოტო)

0
1292
23 Views

5 წლის ავ­სტრა­ლი­ელ ბი­ჭუ­ნას მას­ზე 3-ჯერ დიდი ზო­მის პი­თო­ნი და­ეს­ხა თავს, უკბი­ნა და სა­ცუ­რაო აუზ­ში ჩა­ით­რია. ბიუ ბლე­ი­კი სა­კუ­თა­რი სახ­ლის აუზ­თან თა­მა­შობ­და, როცა მას 3 მეტ­რის სიგ­რძის რეპ­ტი­ლია შე­მო­ეხ­ვია. ამ­ბავს ად­გი­ლობ­რივ რა­დი­ოს ბი­ჭუ­ნას მამა – ბენი უყ­ვე­ბა.

ბიუ და პი­თო­ნი ჯერ კი­დევ ერ­თმა­ნეთ­ში იყ­ვნენ გა­დახ­ლარ­თუ­ლე­ბი, როცა ბი­ჭუ­ნას პა­პამ ისი­ნი აუ­ზი­დან ამო­ათ­რია, შემ­დეგ კი ბენ­მა გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა შვი­ლი რეპ­ტი­ლი­ას­გან. მა­მის თქმით, ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად ბიუ მა­ინც კარგ ხა­სი­ათ­ზეა და მცი­რე და­ზი­ა­ნე­ბე­ბით და­უძ­ვრა პი­თონს.

„როცა სის­ხლი მოვ­წმინ­დეთ და ვუ­თხა­რით, რომ არ მოკ­ვდე­ბო­და, რად­გან ეს შხა­მი­ა­ნი გვე­ლი არ იყო, დამ­შვიდ­და. ის ნამ­დვი­ლი ჯა­რის­კა­ცი­ვი­თაა”, – უყ­ვე­ბა ბიუს მამა მელ­ბურ­ნის რა­დი­ოს.

„ბიუ უბ­რა­ლოდ აუ­ზის გარ­შე­მო სე­ირ­ნობ­და. რო­გორც მივ­ხვდი, პი­თო­ნიც აქვე იყო და მსხვერ­პლის მოს­ვლას ელო­დე­ბო­და… ეს ბიუ აღ­მოჩ­ნდა.. უცებ დიდი შავი ჩრდი­ლი და­ვი­ნა­ხე, რო­მე­ლიც ბუჩ­ქი­დან გა­მო­ვი­და და სა­ნამ ორი­ვე მათ­გა­ნი ფსკერ­ზე მოხ­ვდე­ბო­და, პი­თო­ნი ბიუს ფეხ­ზე მთლი­ა­ნად იყო შე­მოხ­ვე­უ­ლი”, – იხ­სე­ნებს ბენი.

ბიუს გა­ბე­დუ­ლი 76 წლის პაპა, ალა­ნი, და­უ­ფიქ­რებ­ლად გა­და­ეშ­ვა სა­ცუ­რაო აუზ­ში, შემ­დეგ კი ერ­თმა­ნეთ­ში გა­დახ­ლარ­თუ­ლი ბიჭი და გვე­ლი ბენს მი­ა­წო­და. „ფი­ზი­კურ ძა­ლას არ ვუ­ჩი­ვი, ამი­ტომ მხო­ლოდ 15-20 წამი დამ­ჭირ­და მათ გა­სა­ცალ­კე­ვებ­ლად”, – თქვა ბენ­მა.

ამის შემ­დეგ ბი­ჭუ­ნას მა­მას პი­თო­ნი და­ახ­ლო­ე­ბით 10 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ეჭი­რა და მისი შვი­ლე­ბის და მა­მის და­წყნა­რე­ბას ცდი­ლობ­და.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, გვე­ლი ისევ ბუ­ნე­ბა­ში გა­უშ­ვა. ბე­ნის თქმით, პი­თო­ნე­ბის ნახ­ვა აქ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა: „ეს ავ­სტრა­ლი­აა”, – ამ­ბობს გა­ბე­დუ­ლი მამა.

Cesko