გერმანიის ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრა მისთვის სიურპრიზი არ ყოფილა.
„მსურდა, ჩემი თანამდებობიდან წასვლის შემდეგ მშვიდობა ყოფილიყო და ამიტომ მიწევდა უკრაინის თემატიკაზე ბევრი მუშაობა. მაგრამ ეს შეჭრა არ იყო სიურპრიზი. მინსკის შეთანხმება გაქარწყლდა. 2021 წლის ზაფხულში, ბაიდენისა და პუტინის შეხვედრის შემდეგ, მსურდა პუტინთან, საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონთან და ევროკავშირის საბჭოსთან ერთად უკრაინის საკითხის განსახილველად დამოუკიდებელი ევროპული ფორმატის ჩამოყალიბება. მაგრამ ვიღაც წინააღმდეგი წავიდა, მე კი უკვე ძალა არ მქონდა, რომ ეს დაჟინებით მომეთხოვა, რადგანაც ყველამ იცოდა, რომ შემოდგომაზე მივდიოდი“, – განაცხადა მერკელმა.
გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ დრო იყო ახალი მიდგომის და ამიტომ, აღარ იყარა კენჭი კიდევ ერთი ვადით.
„საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, ბოლოს და ბოლოს ერთი მილიმეტრითაც ვერ წავიწიე წინ იმ საკითხების განხორციელებაში, რომელსაც დაჟინებით ვცდილობდით. არა მხოლოდ უკრაინასთან დაკავშირებით. ეს ეხება დნესტრისპირეთსა და მოლდოვას, საქართველოსა და აფხაზეთს, სირიასა და ლიბიას. ახალი მიდგომის დრო დადგა“, – განაცხადა მერკელმა.