ოჯახმა ქორწილისთვის დაახელოებით 40 ათასი დახარჯა და 300 სტუმარი დაპატიჟა – პატარძალმა კი ისეთი რამ გააკეთა ყველა შოკში ჩააგდო

November 23, 09:57
0
1438

ავრორა გარსია და რაფაელ მარტინესი ოცნების ქორწილს გეგმავდნენ. დღესასწაულის ორგანიზმებისთვის დაახლოებით 40 ათასი დოლარი დაიხარჯა, მიწვეული იყო 300 სტუმარი.

სავარაუდოდ ყველაფერი იდეალურად დამთავრდებოდა, რომ არა ის სიახლე, რომელიც პატარძალმა დღესასწაულამდე შეიტყო.

საქორწილო ცერემონიალზე პატარძალი ძალიან უხასიათოდ იყო. ამის მიზეზს ვერავინ ხვდებოდა და ისიც არავის უმხელდა. მააგრამ მას შემდეგ, რაც წყვილმა ერთმანეთს ქორწინებაზე თანხმობა განუცხადა, დედოფასლი სცენაზე ავიდა.

მან ყველა დამსწრე სტუმარსა და ნათესავებს, რომლებიც ზღაპრული ქორწილის ორგანიზებაში დაეხმარნენ, მადლობა გადაუხადა. ასევე განაცხადა, რომ თითოეული სტუმრისთვის მას პირადად ჰქონდა საჩუქარი. ყველა სკამის ქვეშ სტუმრებისთვის განკუთვნილი ბარათი იყო მიკრული.

  • გოგონამ სტუმრებს ამ ბარათების აღება და მისი გახსნა სთხოვა

სტუმრები გაოცებულები იყვნენ ასეთი მოულოდნელი და დაინტრიგებულებმა საჩუქრები აიღეს. სკამის ქვეშ მოთავსებულ ბარათში მათ ნახეს საქმროს 2 ფოტო, რომლებზეც ჩანდა, როგორ ღალატობდა ის საცოლეს ერთ-ერთ დაქალთან.

ამ ფოტოებიდან ერთზე ერთმანეთს კოცნიდნენ, მეორეზე კი სასტუმროდან გამოდიდნენ. სტუმრების რეაქციის ნახვის შემდეგ, გოგონა მოღალატეებს მიუბრუნდა და უთხრა: “დატკბით თქვენი ქორწილით, ეს თქვენი დროა! გილოცავთ”.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, ავრორა ეჭვობდა, რომ მის დაქალსა და მის საქმროს შორის რაღაც ხდებოდა, ამიტომ ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე დეტექტივი დაიქირავა, რომელმაც ეს საშინელი საიდუმლო გაუმხილა.

რა თქმა უნდა ამ ყველაფრის გაგების შემდეგ, მას გათხოვების სურვილი აღარ ჰქონდა. მაგრამ მოღალატეების მხილებისთვის და ყველასთვის იმის სათქმელად, თუ როგორ უღალატეს, ქორწილის ხარჯები გააორმაგა და ყველაფერი ბოლომდე მიიყვანა.

საბოლოოდ, ქორწილი გაუქმდა. პატარძალმა საჩუქრები სტუმრებს დაუბრუნა, საქმრო კი შეეცადა უკვე ყოფილი ცოლის დაბრუნებას.

მაგრამ ავრორა, მათ მიერ დაგეგმილ თაფლობისთვეზე მარტო გაემგზავრა.

Cesko