თურქეთმა ფინეთ-შვედეთის ნატოში გაწევრიანების განხილვის დაწყების პროცედურა დაბლოკა

0
595
47 Views

გაზეთ The Washington Post-ის ინფორმაციით, თურქეთმა ფინეთის და შვედეთის ნატოში გაწევრიანების განხილვის დაწყების პროცედურა დაბლოკა მას შემდეგ, რაც 18 მაისს ფინეთისა და შვედეთის წარმომადგენლებმა NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს NATO-ში გაწევრიანების განცხადება გადასცა.

ჩვენ არ ვამბობთ, რომ ისინი ნატოს წევრები ვერ გახდებიან, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ მათ უნდა გაიზიარონ ის საფრთხეები, ის ტერორისტული საფრთხეები, რაც ჩვენ წინაშე დგას.

ჩვენ შეთანხმების მიღწევა გვინდა. რაც უფრო მალე შევძლებთ ამას, წევრობის შესახებ დისკუსია მით უფრო მალე დაიწყება”. – თქვა თურქეთის მაღალჩინოსანმა.

თურქეთის გადაწყვეტილებამ ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანების პროცესი გაართულა. ამასთან ერთად, მოსალოდნელია, რომ მხარეებს შორის შეხვედრები მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების საკითხს პესიმისტურად შეაფასა. ერდოღანის თქმით, გაფართოებაზე წევრი ქვეყნები ერთსულოვნად უნდა შეთანხმდნენ. ასევე, მისი აზრით, საბერძნეთის NATO-ში შესვლა შეცდომა იყო.

15 მაისს NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იან სტოლტენბერგმა აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების საკითხზე თურქეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, ალიანსი შეძლებს დისკუსიისა და განხილვების შედეგად საერთო ენის გამონახვას.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთი ყოველთვის მხარს უჭერდა NATO-ს ღია კარის პოლიტიკას, თუმცა შვედეთი და ფინეთი “ღიად უჭერენ მხარს ტერორისტულ ორგანიზაცია ქურთისტანის მუშათა პარტიას/სახალხო თავდაცვის შენაერთს (PKK/YPG), რომლებიც უტევს თურქეთს, კლავს ჯარისკაცებს და ხალხს”.

Cesko