„არჩევნებს მოვიგებ მე, ამაში დარწმუნებული ვარ“ – ლევან ხაბეიშვილი

November 23, 08:42
0
278

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის თავმჯდომარის არჩევნების შესახებ ისაუბრა.

ხაბეიშვილის თქმით, იგი მიესალმება, რომ ქვეყნის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი პარტიის თავმჯდომარეობის პოსტზე მხარს მას უჭერს.

„პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ჩემს უკან დგას მხარდამჭერების უდიდესი არმია. ამას გარდა, მივესალმები ყველა იმ ადამიანს, ვისაც „ნაციონალური მოძრაობის“ გაძლიერება უნდა და მხარს დამიჭერს, მით უმეტეს იმ ადამიანს, რომლის დაფუძნებულიც არის ეს პარტია.

პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდება აქტიური თავმჯდომარე. ვის წარმოგიდგენიათ ლიდერი, რომელიც მაპროვოცირებელი და აქტიური არ არის? ნიკას ბოლო პერიოდში ამ აქტიურობის მხრივ შეექმნა პრობლემები. მე მგონია, რომ ამ არჩევნებს მოიგებს „ნაციონალური მოძრაობა“ და მოვიგებ მე, ამაში დარწმუნებული ვარ“, – განაცხადა ხაბეიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.

Cesko