ჟურნალისტი ელისო ჯანაშია სოციალურ ქსელში 15 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულის შესახებ პოსტს აქვეყნებს და მასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე, აღნიშნულ პიროვნებას ძაღლი უწამებია და მოუკლავს.
„ზუგდიდში 15 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულს, დაახლოებით, 1 კვირით ადრე, უსასტიკესად მოუკლავს ძაღლი, დაუნაწევრებია.
მაგ დროს ვინც არ გამოიძახა პოლიცია და თვალი დახუჭა მკვლელობაზე, გაწირა ბიჭიც.
ვინმეს რომ ემოქმედა, როგორც პასუხისმგებელ მოქალაქეს, რის შემდეგაც აღსრულდებოდა კანონი და პასუხისგებაში მისცემდნენ ჩადენილზე, ბიჭიც გადარჩებოდა.
ეს ძველბიჭური მენტალიტეტი როდის გადაშენდება და სახელმწიფო როდის გვეღირსება ამ დამპალი „ბაბულიკური გაგებების” გარეშე, რომელიც ასეა ფესვგამდგარი ყველგან, მათ შორის, თავად საზოგადოებაში”, – წერს ელისო ჯანაშია.