“ჩვენი ბრალია!!!… ისევ დაიწყეს “ზრუნვა” საქართველოზე: ისევ გამოყო ფეხი კრამერმა,  ასისინდა ფოტიგა და ეს ვინმე დეგნანიც ისევ გააქტიურდა…” – ხათუნა ხოფერია

0
1325
30 Views

ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს და ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის და ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის, დევიდ კრამერის გამოსვლას ეხმაურება:

“სანქციები დაიწყება ივანიშვილისგან… თუ არ შემოვიღებთ სანქციებს, ეს ქცევა გაგრძელდება. სანქციების გარეშე ქვეყანა აშკარად მიდის არასწორი მიმართულებით” – კრამერი

ჩვენი ბრალია!!!…
ისევ დაიწყეს “ზრუნვა” საქართველოზე. ისევ გამოყო ფეხი კრამერმა. ისევ ასისინდა ფოტიგა.
… და ეს “ისევ” არ მთავრდება!
…და ეს ვინმე დეგნანიც ისევ გააქტიურდა.
არანაირი სურვილი არ მაქვს აქ, ახლა, ანალიტიკის და სიღრმეებში ჩასვლის. არც ჩვენი ქვეყნის მტრები იკლავენ თავს აზროვნებით და განსჯებით. აი, ასე უნდათ და აჯაზებენ! დეოლიგარქიზაცია უნდებლარიენ, ოღონდ, “იმენნა” ბიძინაზე მორგებული.
ჰო და, იმას ვამბობდი – ჩვენი ბრალია!!!
რა გახდა ერთი მშვიდობიანი მსვლელობა ჩვენი სამსობლოს დასაცავად! ხომ ხედავთ, რაზე აკეთებბენ აპელირებას?! ხალხი ხელისუფლებას არ უჭერს მხარსო!!!..
მიდი, ახლა, და ედებატე და ედავე ამ რეგვენებს… არ აწყობთ და არც იჯერებენ, რომ არასოდეს ყოლია იმდენი მხარდამჭერი ხელისუფლებას და პირადად ივანიშვილს, რამდენიც ყავს დღეს!!!
არასოდეს… არც 2012-ში… იმიტომ, რომ მშვიდობა უალტერნატივოა! იმიტომ, რომ საქართველოს გარდა სხვა სამშობლო არ გაგვაჩნია!
ჩვენი ბრალია!!!…
…და სანამ კიდევ გვაქვს გადარჩენის შანსი, ერთი მშვიდობიანი მარში თბილისის ქუჩებში!!!
და მხოლოდ ერთი სიტყვა, როგორც სიმბოლო ჩვენი ერთად ყოფნის-
დ ა გ ვ თ ვ ა ლ ე თ!!!!…………………………..

 

Cesko