წინასწარმეტყველ, ლელა კაკულიას ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე რუსეთის მომავალი ერთპირპვნული მმართველის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია.
” არ გაგიკვირდეთ, რომ ევგენი პრიგოჟინი რუსეთს ერთპიროვნულ მმართველად მოევლინოს“, — ასეთი წინასწარმეტყველება წარმოთქვა ქალბატონმა ლელა კაკულიამ ორი დღის წინ პიროვნებაზე, რომელიც ვლადიმირ პუტინმა ბოლო დროს ძალიან დაიახლოვა და ლამის განუსაზღვრელი უფლებებიც მისცა.
16 ნოემბერს ჩაწერილ-გამოქვეყნებულ წინსაწრამეტყველებაში ისაუბრა და ასეთი რამ ბრძანა:
„კიდევ ვხედავ ძალიან საინტერესო ფაქტს: სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ შეფი ევგენი პროგოჟინი, რომელსაც პუტინი ძალიან ენდობა, პრეზიდენტის გარემოცვას დაარტყამს. მაგალითად, ვალენტინა მატვიენკოს, რომლის უკანაც მთელი კლანი დგას და რომელიც პუტინს დიდად არ ემორჩილება, ასევე პეტერბურგის გუბერნატორსა და სხვებს. ამაზე პრიგოჟინს პუტინისგან მწვანე შუქი აქვს ანთებული.
მოკლედ რომ ვთქვა, „ვაგნერის“ შეფი პრეზიდენტის გარემოცვის „დასუფთავებას“ იწყებს და ვხედავ დიდ შეჯახებებს.
პროგოჟინი, რომელსაც თავისი კერძო არმია ჰყავს და თავადაც საკმაოდ ძლიერი პიროვნებაა, შეეჯახება რუს ძალოვან მაღალჩინოსნებსაც, რომლებიც მართლა არაფერში ვარგიან — მარტო ფულს აკეთებენ და არმიაზე არც უზრუნიათ.
და კიდევ ერთი წინასწარმეტყველებაც გაიხსენეთ: რუსეთის ხელისუფლებაში მოდიან სამხედროები“, – აღნიშნულია კაკულიას გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.