„სანამ მე და ალეკო დავქორწინდებოდით, გოგონები ბუზებივით ესეოდნენ და რა თქმა უნდა ვეჭვიანობდი…“ – რას ყვებიან ალეკო და თამარი

0
766
28 Views

„იმედის დღის“ სტუმარი იყო მსახიობი ალეკო მახარობლიშვილი მეუღლესთან, თამარ ადამიასთან ერთად. წყვილმა 40-წლიან ურთიერთობაზე ისაუბრა.

ალეკო:

„ჩვენ ვართ წყვილი, რომელსაც არასდროს გაუვლია თავში ეჭვიანობა. არ ვიცი, რა არის ეჭვიანობა. ნაფიქრი მაქვს საერთო ჯამში, მაგრამ არაფერი მომხდარა არასდროს. მიზეზი არასდროს მქონია, რომ მეუღლეზე მეეჭვიანა. თუ გაჩნდა მიზეზი, გიჟი ხომ არ ვარ… ე.ი. მართლა საეჭვიანოა და მაშინ რაღაც ზომას მიიღებ.

თამარი:

ზოგჯერ მიზეზიც არ არსებობს, ეჩვენებათ, იგონებენ. რატომ გაიხედე იქით, ის კაცი რატომ გიყურებდა? – ასეთი კითხვები გაგვიგია… შევთანხმდეთ, რომ ყველა თვისება არსებობს ყველა ადამიანში, ოღონდ მეტ-ნაკლებად, რა დოზით გაქვს, გააჩნია. როგორ არ მიეჭვიანია, სანამ მე და ალეკო დავქორწინდებოდით, გოგონები ესეოდნენ ბუზებივით. არ იცით, რა ხდებოდა. რა თქმა უნდა, ვეჭვიანობდი. არსებობს ასეთი გამონათქვამი, ეჭვიანობა ჩემს ღირსებაზე დაბლა დგას. როცა ვიეჭვიანებდი, იმ წამსვე ჩემს თავს ვეტყოდი ხოლმე, არ გრცხვენია, შენ ამაზე ეჭვიანობ-მეთქი?

Cesko