ჩრდილოეთ კორეის საგარეო მინისტრი – ანტონიო გუტერეში დასავლეთის მარიონეტია

0
584
27 Views

ჩრდილოეთ კორეა გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს, რომელმაც საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის გაშვება დაგმო, “დასავლეთის მარიონეტს” უწოდებს.

ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჩოე სონ ჰუის განცხადებით, ის გუტერეშს მიიჩნევს „აშშ-ის თეთრი სახლის ან მისი სახელმწიფო დეპარტამენტის წევრად“, რომელიც გაერო-ს წესდებას არ იცავს.

პარასკევს ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ მისი ყველაზე გრძელ რადიუსზე მოქმედი რაკეტა, Hwasong-17-ი გამოსცადა. აღსანიშნავია, რომ ამ რაკეტას აშშ-ის ტერიტორიამდე მიღწევა შეუძლია.

ჩრდილოეთ კორეის ქმედება „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა დაგმეს. განცხადება გაავრცელა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმაც. მან მოუწოდა ჩრდილოეთ კორეას, „დაუყოვნებლივ შეიკავოს თავი შემდგომი პროვოკაციული ქმედებებისგან“. ჩრდილოეთ კორეის მიერ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის გაშვების გამო გაეროს უშიშროების საბჭო დღეს საგანგებო შეხვედრას გამართავს.

Cesko