პოლარიზაცია დემოკრატიას ბუნებრივად მოაქვს – ჩვენთან პრობლემა რადიკალიზმია, მუდმივი საუბარი რევოლუციაზე და რიგგარეშე არჩევნებზე – ირაკლი კობახიძე

0
420
23 Views

სინამდვილეში, პოლარიზაცია კი არ არის პრობლემა ჩვენ პოლიტიკურ სისტემაში?! – ჩვენთან მთავარი პრობლემა არის რადიკალიზმი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

„პოლარიზაცია ბუნებრივად მოაქვს დემოკრატიას. იმიტომ, რომ არიან რადიკალურად განსხვავებული შეხედულებების მქონე პარტიები და მათ შორის, აგრესიული დაპირისპირება ჩვეულებრივი ამბავია ნებისმიერ ქვეყანაში. ყველაზე განვითარებული ქვეყნები რომ აიღოთ, შვედეთი, გერმანია და ა.შ, იქაც კი ძალიან მწვავეა მათ შორის, პოლიტიკური რიტორიკა პოლიტიკურ პარტიებს შორის. ანუ, თავისთავად პოლარიზაცია არ არის დემოკრატიაში პრობლემა. პირიქით, პოლარიზაცია არის დემოკრატიის ნაწილი. ზედმეტი არაფერი ვარგა, მაგრამ პოლარიზაცია უნდა ახასიათებდეს დემოკრატიას. ჩვენთან მთავარი პრობლემა არის რადიკალიზმი და რადიკალიზაციის მუდმივი მცდელობა, მუდმივი საუბარი რევოლუციაზე, რიგგარეშე არჩევნებზე, მათ შორის, არაეთიკური განცხადებების გაკეთება ამ თემებთან დაკავშირებით და ა.შ. ანუ, სინამდვილეში, ტერმინი პოლარიზაცია ფუთავს რადიკალიზმს და ფუთავს იმ სახით, რომ ჩვენც გვხდის ამის თანამონაწილედ“, – განაცხადა კობახიძემ.

Cesko