“წამომყევი და შენ თუ “ფსიქო” მოგცენ, რაც გინდა ის მითხარი! სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვილ­მა „ახა­ლი ფსკე­რი და­ი­პყრო“…”- ვიდეო

0
549
24 Views

თუ ვინ­მეს ანა­ლი­ზი გა­ინ­ტე­რე­სებს, წა­მომ­ყე­ვი და შენ თუ „ფსი­ქო“ მოგ­ცენ, მე პა­სუხს ვა­გებ მა­შინ და აქამ­დე ვინც „ფსი­ქო“ მოგ­ცა, იქ­ნებ სა­ხე­ლი და გვა­რი მი­თხრა და იმა­თი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უნდა დად­გეს! რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ამ ადა­მი­ა­ნის პარ­ლა­მენ­ტში ყოფ­ნა?! – ასე მი­მარ­თა სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა ბექა ოდი­შა­რი­ამ „ლე­ლოს“ ერთ-ერთ ლი­დერს სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვილს, რო­მელ­მაც ბექა ოდი­შა­რი­ას ნარ­კო­ლო­გი­უ­რი შე­მოწ­მე­ბა მო­ი­თხო­ვა.

ოდი­შა­რი­ას შე­ფა­სე­ბით, რო­მე­ლიც მან პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულს სხდო­მა­ზე გა­ა­კე­თა, სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვილ­მა „ახა­ლი ფსკე­რი და­ი­პყრო“.

“მე ვი­ცო­დი, რომ ადა­მი­ა­ნის აღ­ზე­ვე­ბას და პროგ­რესს, სამ­წუ­ხა­როდ, აქვს სა­ზღვა­რი, მაგ­რამ ვარ­დნას, რომ არ ჰქონ­და ფსკე­რი, ეს ზუს­ტად ვი­ცო­დი. დღეს მომ­სა­ხუ­რე­ბის ზო­ნი­დან, მგო­ნი, ათე­უ­ლი წე­ლია გა­სულ­მა დე­პუ­ტატ­მა, სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვილ­მა, ახა­ლი ფსკე­რი და­ი­პყრო. ეს რა გა­ნა­ცხა­და?! სა­ლამს არ აძ­ლევს არა­ვის 10 წე­ლია, ბა­ტონ რო­მანს მა­ინც მი­ე­სალ­მე ან გვერ­დზე მჯდომს მი­ე­სალ­მე! საით მი­დი­ხარ? რო­გორ მო­დი­ხარ? სახ­ლში იცი­ან აქ რომ ხარ ? და თუ ვინ­მეს ანა­ლი­ზი გა­ინ­ტე­რე­სებს, წა­მომ­ყე­ვი და შენ თუ “ფსი­ქო” მოგ­ცენ, მე პა­სუხს ვა­გებ მა­შინ და აქამ­დე ვინც “ფსი­ქო” მოგ­ცა, იქ­ნებ სა­ხე­ლი და გვა­რი მი­თხრა და იმა­თი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უნდა დად­გეს! რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ამ ადა­მი­ა­ნის პარ­ლა­მენ­ტში ყოფ­ნა?!

ასე­თი ადა­მი­ა­ნის, რო­მე­ლიც არად და­გი­დევს სა­ერ­თოდ არც ადა­მი­ა­ნის ღირ­სე­ბას, პარ­ლა­მენ­ტის ხომ არ და­გი­დევთ და არ და­გი­დევთ, ოჯა­ხი ამან არ იცის, შვი­ლე­ბი, მშობ­ლე­ბი და ა.შ. ეს კი არის უსამ­შობ­ლო და უცხვირ­პი­რო ადა­მი­ა­ნი და მოქ­მე­დებს მუდ­მი­ვად სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ, რო­გო­რი დიპ­ლო­მა­ტიც იყო, ისე­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სიც არის, ახა­ლი სახე „ლე­ლო­სი“. მაგ­რამ ერთხელ მარ­ტო მე კი არ ამო­მი­ვა ყელ­ში, ჩვენ და ჩვე­ნი ოჯა­ხის წევ­რებს ამო­უ­ვათ ყელ­ში და მერე ნა­ხავ შენ ვინ და რისი ღირ­სია! მოგ­ვე­ცით სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ვი­ცხოვ­როთ და ვი­მოღ­ვა­წოთ ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­კე­თილ­დღე­ოდ და ნუ გა­მოგ­ვიყ­ვანთ სა­ბო­ლო­ოდ წყო­ბი­დან! და­აკ­ვირ­დით ერთი და ეს ადა­მი­ა­ნი ლა­პა­რა­კობს ჩემ­ზე და ჩემს გა­და­მოწ­მე­ბა­ზე? როცა გინ­და და სა­დაც გინ­და – ახ­ლაც! თუ შენ ფსი­ქო მოგ­ცეს რო­მე­ლი­მე ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ­მა ორ­გა­ნომ, რაც გინ­და ის მი­თხა­რი!“- გა­ნა­ცხა­და ოდი­შა­რი­ამ.

Cesko