24 Views
რა თქმა უნდა ესტონეთი საქართველოს მომავალს ჩვენი უსაფრთხოების ოჯახში, ნატოში ხედავს, – ამის შესახებ ესტონეთის დელეგაციის ხელმძღვანელი ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში, მატი რაიდმა განაცხადა.
„ჩვენ როგორც წევრები ძალისხმევას არ ვიშურებთ თქვენი მხარდაჭერისთვის ყველა საერთაშორისო ფორმატში, რათა მხარდაჭერილი იყოს საქართველოს სურვილი, რომ იყოს ღირებულებებზე დაფუძნებული ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის ნაწილი. დღეს ჩვენ თვალს ვადევნებთ ტერორისტულ ომს, რომლის წარმოდგენაც არ შეგვეძლო. ამავდროულად ეს ძლიერი სიგნალი უნდა იყოს პარტნიორებისთვის, რას ნიშნავს რეალურად უსაფრთხოება. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ თქვენი განვითარების გეგმებით, წინ ივლით ნატოს წევრობისკენ და შეასრულებთ ყველა ამოცანას“, – აცხადებს ესტონეთის დელეგაციის ხელმძღვანელი.