“კეთილშობილი, საყვარელი, თბილი, ერთგული მეგობარი! შენნაირები ასე ადრე არ უნდა გვტოვებდნენ!…”- ქართველი ექიმი გარდაიცვალა

0
2672
29 Views

რესპუბლიკური საავადმყოფო სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას აზიარებს, სადაც აღნიშნულია ექიმ-ანესთეზიოლოგის, მაია იაშვილის გარდაცვალების შესახებ.

” რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები ღრმა მწუხარებას გამოხატავენ ექიმ ანესთეზიოლოგ – მაია იაშვილის გარდაცვალების გამო. ქალბატონი მაია 45 წელზე მეტი ღირსეულად ემსახურა რესპუბლიკურ საავადმყოფოს, ის გამოირჩეოდა განსაკუთრებული პროფესიონალიზმითა და განსწავლულობით.

ვუსამძიმრებთ ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს და სრულიად საქართველოს სამედიცინო საზოგადოებას!”, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

გავრცელებული პოსტის ქვეშ ექიმის მეგობრები ოჯახს და ახლობლებს სამძიმარს უცხადებენ:

“ამორჩეული, ნათელი ადამიანი! ნათელში ყოფილიყავი მაიკო..”;

“მაიკო, კეთილშობილი, საყვარელი, თბილი, ერთგული მეგობარი! შენნაირები ასე ადრე არ უნდა გვტოვებდნენ! გული მეწვის! ღმერთმა ნათელში გამყოფოს”;

“მაიკო! საყვარელი უკეთილშობილესი
როგორ მტკივა გული! მიყვარდა. მიყვარს და მეყვარება!;

“ამაყი ვარ, რომ ვიცნობდი ამ უსაყვარლეს ,ნიჭიერ, კეთილშობილ და საოცარ ადამიანს. ძალიან დამწყდა გული, ნათელი მის სულს”.

 

Cesko