17 ნოემბერს ქუთაისში +19 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები წვიმიან დღეს ვარაუდობენ, ღამით ტემპერატურა +9 გრადუსამდე დაიწევს. ოზურგეთშიც ნალექიანი დღე იქნება, დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.
იწვიმებს ფოთშიც, სადაც დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +18 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი. აქაც ნალექიანი დღეა ნავარაუდები. +19 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება. იქვიმებს.
მესტიაში უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით +10 გრადუსია, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში უნალექო დღეს ვარაუდობენ სინოპტიკოსები. ჰაერი დღისით +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც უნალექო დღეა. დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი. ახალციხეში +15 გრადუსი დაფიქსირდება, უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსამდე დაიწევს.
უნალექო დღეა ნავარაუდევი ბორჯომშიც, სადაც დღისით +13, ღამის განმავლობაში კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +9 მოსალოდნელი, ღამით -2 გრადუსი დაფიქსირდება.
გორში უნალექო დღეა მოსალოდნელი. +16 გრადუსი იქნება დღისით, ღამის განმავლობაში კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც უნალექო დღე იქნება. დღისით ჰაერს ტემპერატურა +15 გრადუსამდე აიწევს, ღამით კი +1 გრადუსი იქნება.
გუდაურში დღისით +8 გრადუსი ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსამდე დაეცემა. ომალოში დღისით +8 ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი.
გურჯაანშიც დღისით +15 გრადუსი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +15 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავშიც უნალექო დღეა ნავარაუდევი. დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც დღის განმავლობაშ მზიანი ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +5 გრადუსია მოსალოდნელი.