გიორგი ვოლსკი: რასაკვირველია ხაბეიშვილი ფავორიტია კეზერაშვილისათვის, ლიდერია, რომელსაც აფინანსებს

November 17, 10:35
0
304

რასაკვირველია ხაბეიშვილი ფავორიტია კეზერაშვილისათვის, ლიდერია, რომელსაც აფინანსებს. უნდა ვიგულისხმოთ, რომ მხარდაჭერაც სერიოზული ექნება,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„თუმცა, მე ვერ ვიტყვი, რომ სხვას ნაკლები პრეტენზია გააჩნია იმასთან დაკავშირებით, რომ კეზერაშვილის სწორედ მათ დაეხმაროს. არც ხაბეიშვილზე არანაკლები შეძახილები იციან და არც რევოლუციისა და დესტაბილიზაციისკენ მოწოდება“, – განაცხადა გიორგი ვოსლკიმ.

„ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე, ლევან ხაბეიშვილმა საკუთარი კანდიდატურა დაასახელა. ის პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

Cesko