“ჩემი პაპაა” – ნახეთ რომელი ცნობილი პარლამენტარია კოსტა სანიკიძის პაპა

November 16, 18:58
0
3461

პოეტი კოსტა სანიკიძე ბოლო დროს ძალიან პოპულარული გახდა ქართველ ახალგაზრდებს შორის, განსაკუთრებით კი მისი პოპულარობა პრაიმჰაუსში მონაწილეობის შემდეგ გაიზარდა, მანამდე კი ტიკ-ტოკზე და იუთუბ არხით იცნობდა ხალხი, უფრო ადრე კი ერთ-ერთ ფილმში მთავარი როლის შემსრულებელიც გახლდათ. 2018 წელს დრონი.ჯი-სთან ინტერვიუში კოსტა სანიკიძემ განაცხადა, რომ ლადო კახაძე, თანამედროვე ქართველი პოეტი და ამჟამად პარლამენტის წევრი პაპამისია.

– რომელი ქართველი პოეტი გიყვარს გამორჩეულად და თუ გძლევს ზოგჯერ მაინც გავლენები?

– ბარათაშვილი, გალაკტიონი, ტერენტი. დანარჩენი სკოლაში ასწავლონ. თანამედროვეებიდან: კოკა კობალაძე მომწონს, მიყვარს და პატივს ვცემ, ახლო ურთიერთობა გაგვაჩნია ერთმანეთთან. ლადო კახაძე, მოკლედ რომ ვთქვათ, ჩემი პაპაა. კიდევ კოტე ყობანეიშვილი. დანარჩენი არ ვიცი, შეიძლება შემოქმედება მომწონდეს, მაგრამ არ მომწონდეს პიროვნება და თუ პიროვნება არ მომწონს, მისი არაფერი მომწონს.” – განაცხადა კოსტა სანიკიძემ დრონი.ჯი-სთან ინტერვიუში

Cesko