ისევ ჩამოჰკრა უბედურების ზარმა! უკრაინაში ქართველი ძმები დაიღუპნენ – უმძიმესი ინფორმაცია

0
380
27 Views

უკრაინაში, ბრძოლაში, ეთნიკურად ქართველი, უკრაინის მოქალაქე ძმები თემურ და ერნესტ მაჭარაშვილები დაიღუპნენ.

უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების მებრძოლი, 37 წლის ერნესტ მაჭარაშვილი 13 ოქტომბერს ხერსონთან ახლოს მძიმედ დაიჭრა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

რაც შეეხება მის ძმას, უკრაინის არმიის მოხალისე კაპელანს, თემურ მაჭარაშვილს, ის აპრილში ზაპოროჟიეს ფრონტზე ტყვედ აყვანისას დაიღუპა.

ინფორმაცია “ამერიკის ხმამ” ომში დაღუპული ჯარისკაცების შესახებ შექმნილ უკრაინულ პორტალზე დაყრდნობით გაავრცელა.

ძმები მაჭარაშვილების გმირობის ამბავი მთელმა უკრაინამ იცის. მეომარი მათი თანამებრძოლები თემურისა და ერნესტის ოჯახს, ხშირად უყვებიან, როგორ იბრძოდნენ ოკუპანტებს სიცოცხლის უკანასკნელ წამამდე.

თემურ და ერნესტ მაჭარაშვილები ომის დაწყების დროს ქვეყანაში არ იმყოფებოდნენ, თუმცა დაბრუნება და ბრძოლა ომის პირველივე დღეს გადაწყვიტეს.

Cesko