23 Views
Balenciaga-მ Twitter-ზე თავისი ანგარიში გააუქმა და გახდა პირველი მსხვილი მოდური ბრენდი, რომელმაც სოციალური ქსელი ილონ მასკის მიერ შეძენის შემდეგ დატოვა. ამის შესახებ გამოცემა Business of Fashion-ი წერს.
რამდენიმე მსხვილმა კომპანიამ, მათ შორის General Motors-მა და Dyson-მა შეწყვიტეს თავიანთი სარეკლამო კამპანიები, ხოლო ცნობილმა ადამიანებმა, მათ შორის ჯიჯი ჰადიდმა, საკუთარი ანგარიშები გააუქმეს.