„ღამის შოუს ბენდის მომღერლები გადაცემას „სიკეთე მარტივია” სტუმრობდნენ. ბაბი კირკიტაძე გადაცემის დაწყებისას, მის შესახებ ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სინამდვილეში, ის კონკრეტული თანხა მთლიანად ბენდს ეკუთვნოდა. „ამაზე კომენტარი მაშინაც არ გაგვიკეთებია, სინამდვილეში ყველამ ძალიან კარგად იცოდა, რომ კონკრეტული თანხა, რაც აქეთ-იქით აფრიალეს, მთლიანად ბენდს ეკუთვნოდა, იყო ბევრი შემავალი ხარჯები.. ეს იყო უბრალოდ, რეიტინგისთვის გამზადებული სათაური..”, – თქვა ბაბი კირკიტაძემ. საკითხზე კომენტირებისას თათა გიორგობიანმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ: „კონკრეტულად, არავის დავასახელებ, მაგრამ არიან საქართველოში არტისტები, რომლებიც ამაზე მეტ გასამრჯელოს იღებენ. რა თქმა უნდა, ეკუთვნით კიდეც და ერთმანეთის წარმატება ქართველებს უნდა გვიხაროდეს”, – თქვა თათა გიორგობიანმა.
ბაბი კირკიტაძე მის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე პირველ კომენტარს აკეთებს – რისთვის იყო განკუთვნილი “ღამის შოუს ბენდის” გასამრჯელო?!
20 Views