„ახალი, სენსაციური კვლევა – ვის აქვს ყველაზე ძლიერი, სუპერ-იმუნიტეტი?“ – გია კვარაცხელია

0
585
42 Views

ნევროლოგი გია კვარაცხელია სოციალურ ქსელში წერს:

„კორონავირუსი – ახალი, სენსაციური კვლევა – ვის აქვს ყველაზე ძლიერი, სუპერ-იმუნიტეტი?

————————————————————————————

სულ ერთია – ჯერ Covid-19_ით დაავადდები და მერე აიცრები, თუ ჯერ აიცრები და შემდეგ დაგემართება Covid-19 – ორივე შემთხევაში ერთნაირ იმუნიტეტს იძენ, მაგრამ აქ სხვაშია საქმე – როგორც ახლახანს განხორციელებული კვლევა ადგენს – „ტყუპისგან“ (აცრა-დაავადება) – თითქმის 10-ჯერ მეტი იმუნიტეტი ვითარდება, ვიდრე მხოლოდ აცრისგან!

კერძოდ, ორეგონის სამედიცინო სასწავლებლისა და ჯანმრთელობის ინსტიტუტის (OHSU, მდებარე ქალაქ პორტლენდში) მკვლევართა სტატიით ჟურნალ «Science Immunology»_ში, ირკვევა, რომ 104 ობიექტისგან, რომლებიც სრულად იყვნენ აცრილნი Pfizer-BioNTech_ით ან Moderna_თი, მეცნიერებმა შექმნეს სამი ჯგუფი – ერთში იყო მხოლოდ აცრილი 42 ადამიანი, მეორე, 31-კაციან ჯგუფში: ჯერ დაავადებული და შემდეგ აცრილი, ხოლო მესამეში – ჯერ აცრილი და შემდეგ – დაავადებული (42+31+31=104).

კვლევამ უჩვენა, რომ 31+31 ადამიანი, თანაბარ (ერთმანეთისგან განუსხვავებელ) და დაახლოებით 10-ჯერ უფრო ძლიერ იმუნიტეტს ფლობდა, ვიდრე 42 მხოლოდ აცრილი. მეტიც, „ჰიბრიდულ“ პაციენტებში ფიქსირდებოდა ანტსიხეულების ფაქტიურად სტაბილური ტიტრი, დროთა განმავლობაში მათი ძალიან უმნიშვნელო კლების ფონზე, რაც არ ახასიათებდა უბრალოდ აცრილებს – მათი ანტისხეულები მალევე იწყებდნენ კლებას.

კვლევის ხელმძღვანელი, დოქტორი ფიკანდუ ტაფესე ამბობს: „ეს იმას არ ნიშნავს, რომ აცრილები ხელოვნურად ინფიცირდნენ, რათა იმუნიტეტი კიდევ უფრო გაიძლიერონ (რაც მათი და გარეშემო მყოფთა ჯანმრთელობისთვის სახიფათო იქნებოდა), მაგრამ ფაქტია – მოსალოდნელი კოვიდ-ინფექციის მიმართ, „ჰიბრიდული“ ადამიანები 10-ჯერ უფრო მედეგები არიან, ვიდრე მხოლოდ აცრილები“.

_=____

წყარო: https://www.vita.gr/…/koronoios-poioi-exoun…/

Cesko