“95 კილოდან ჩავვარდი პანიკაში, ოთახში ვიკეტებოდი… დიეტებმა ვერაფერი მიშველა…” – თეა ადეიშვილი

0
391
21 Views

თეა ადე­იშ­ვილ­მა ბა­რი­ატ­რი­უ­ლი ოპე­რა­ცი­ით წო­ნა­ში საგ­რძნობ­ლად და­იკ­ლო. ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ან­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ჟურ­ნა­ლის­ტი თავის ისტორიას ჰყვება:

“2016 წელს, რო­დე­საც რუს­თა­ვი 2-ზე დე­ბა­ტე­ბი მიგ­ვყავ­და ოთხ ჟურ­ნა­ლისტს, მახ­სოვს, კახა კა­ლა­ძემ ერთ გა­და­ცე­მა­ში ოთხჯერ მი­თხრა, რას გავ­ხა­რო. ნიკა გვა­რა­მი­ამ რო­დე­საც მი­თხრა, წადი, პი­ჯა­კე­ბი მო­ი­ზო­მე, ეთერ­ში უნდა დაგ­სვაო, ვკი­თხე, ამ წო­ნა­ზე? – მი­თხრა, რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს რა წონა გაქვს, შენ რო­გორც მო­გე­წო­ნე­ბა შენი თავი, ჩა­იც­ვი და და­ჯე­ქი ეთერ­შიო…

ბო­ლოს ეთერ­ში 110 კილო ვი­ჯე­ქი, ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი შე­მექ­მნა, მქონ­და პრე­დი­ა­ბე­ტი, პრობ­ლე­მე­ბი გულ­ზე, ფსი­ქი­კას­თა­ნაც მქონ­და პრობ­ლე­მე­ბი. ჩემ თავს ვე­ღარ ვი­ტან­დი, სარ­კე­ში ჩა­ხედ­ვა აღარ მინ­დო­და. რო­გორ გა­მო­ვი­ყუ­რე­ბო­დი გა­და­ცე­მის წინ აღარ მა­ინ­ტე­რე­სებ­და, ვინც ჩემ სხე­ულ­ში იჯდა, იყო სხვა ქალი და ეს ქალი არ მომ­წონ­და.

ჯან­სა­ღი კვე­ბით ვებ­რძო­ლე, დი­ე­ტე­ბი – არა­ფერ­მა მიშ­ვე­ლა, და­ვიკ­ლებ­დი სამ კი­ლოს და ექვს ვი­მა­ტებ­დი. 95 კი­ლო­დან ჩავ­ვარ­დი პა­ნი­კა­ში. მარ­თლა პა­ნი­კუ­რი შე­ტე­ვე­ბი მე­მარ­თე­ბო­და. სა­შინ­ლად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბო­დი. არ მინ­დო­და ჩემი თა­ვის და­ნახ­ვა და არ მინ­დო­და სხვას და­ვე­ნა­ხე.

ოპე­რა­ცი­ას ში­შე­ბი ახ­ლდა, ვი­დე­ო­ე­ბიც გა­და­ვი­ღე, რომ ოჯახს ვემ­შვი­დო­ბე­ბო­დი, ეს იყო პირ­ვე­ლი ნარ­კო­ზი და ოპე­რა­ცია ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. ახლა ბევ­რად უკვე ახალ­გაზ­რდად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბი, ბევ­რად უფრო ძლი­ე­რი ვარ, ლაღი, თა­ვი­სუ­ფა­ლი, მგო­ნია, რომ ჟანგბა­დით და­ვი­ტე­ნე. მე აღარ ვარ­სე­ბობ­დი იმ რა­ღა­ცა­ში, რა­შიც ვი­ყა­ვი…

კო­მენ­ტარს ავუ­ტი­რე­ბი­ვარ კი არა, კარი გა­მო­მი­კე­ტავს და ასე ვყო­ფილ­ვარ. მინ­დო­და ხუთ დღე­ში 50 კილო და­მეკ­ლო. სა­ში­ნელ კო­მენ­ტა­რებს მი­წერ­დნენ. ინ­ბოქსში ერთხელ ერ­თმა ქალ­მა ზუს­ტად ვიცი, რომ კე­თი­ლი გუ­ლით მომ­წე­რა, მაგ­რამ ისე­თი დი­აგ­ნო­ზე­ბი და­მის­ვა დღემ­დე შე­ნა­ხუ­ლი მაქვს. ვფიქ­რობ­დი, ღმერ­თო, მარ­თლა ეს თუ მჭირს, ახლა მოვ­კვდე­ბი-თქო. ვე­რა­ვინ იმ­დე­ნად ვერ გა­მაკ­რი­ტი­კებს, რაც ჩემი თა­ვის­თვის მით­ქვამს.

ბო­ლოს ისე ვი­ყა­ვი, რომ აღარ მა­ინ­ტე­რე­სებ­და ჭკვი­ა­ნი ვი­ყა­ვი თუ გა­ნათ­ლე­ბუ­ლი. ოღონდ ცოტა უკე­თე­სი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ვიდ­რე სარ­კე­ში ვი­ყა­ვი. ვინც მა­ბუ­ლინ­გებ­და, ყვე­ლა­სი მად­ლო­ბე­ლი ვარ, რომ მე ჩემს თავ­ში ვი­პო­ვე ის თეა ადე­იშ­ვი­ლი, რო­მელ­საც ვიც­ნობ­დი…

http://

Cesko