„ოთხშაბათს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა“ – ვის აფრთხილებს ასტროლოგი?!

March 7, 22:31
0
289

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი მიმდინარე კვირაში მოსალოდნელ მეტ-ნაკლებად რთულ დღეებზე საუბრობს და საზოგადოებას აფრთხილებს.

ამ კვირაში 5 გეომაგნიტური დღე გვაქვს: ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს, შაბათსა და კვირას. ამინდს უკვე დაეტყო, იცვლება. ეს ეხებათ მოხუცებს, ვისაც ქრონიკული პრობლემები აქვთ.

სამშაბათს სავსემთვარეობაა. ანუ თევზების და ქალწულის ზოდიაქოურ ღერძზე ხდება მზისა და მთვარის დაპირისპირება. მათი ბრძოლა ერთმანეთთან დედამიწაზე ძალიან ძლიერ, ოღონდ ნეგატიურ ენერგიას აგზავნის. რაც ნიშნავს, რომ დღეს ცოტა მეტი კონტროლი გვჭირდება საკუთარი ემოციისადმი და ხვალ, მით უმეტეს, მეტი სიფრთხილეა საჭირო. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, ურთიერთობებს, იმიტომ, რომ დაძაბულობა მატულობს. საჭესთან ჯირითი მოიმატებს, მნიშვნელოვანია, რომ ენერგია სათანადოდ დავხარჯოთ.

ოთხშაბათს მნიშვნელოვანი დღეა. პლანეტა სატურნი ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კოსმიური მასწავლებელი ზეგ ორ-ნახევარი წლით თევზების ზოდიაქოში გადადის. ეს პირველ რიგში, ადამიანისგან რწმენის, ფასეულობების სწორად ჩამოყალიბებას ითხოვს. არ უნდა იყოს გადამეტებული ფანტაზია, თორემ სჯის. დასჯადი მეთოდები მის მიმართ იქნება გამოყენებული, ვინც უფლის საწინააღმდეგოდ მიდის. დასჯის ელემენტები მათაც გაუძლიერდებათ, ვინც ლოთობის და ნარკომანიის გზას აირჩევს.

კვირას ცოტა ფრთხილად იყავით სველ ზედაპირებთან. გინდ მანქანით იყავით, გინდ ფეხით. ასევე, ნასვამი ადამიანებისგან ვიყოთ შორს. კონფლიქტის ალბათობა დიდია.” – ამბობს მიხეილ ცაგარელი „იმედის დილაში”.

Cesko